ხუან გუაიდო ვენესუელაში აშშ-ს სამხედრო ინტერვენციის ვარიანტსაც განიხილავს

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელაში აშშ-ს სამხედრო ინტერვენციის ვარიანტსაც განიხილავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. გუაიდოს განცხადებით, იგი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაყენებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ძალიან მყარია, რასაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც ამას მთელი მსოფლიო აკეთებს. მე, როგორც პარლამენტის პრეზიდენტი, ყველა ვარიანტს განვიხილავ თუ ეს აუცილებელი იქნება“, - განაცხადა გუაიდომ აშშ-ის შესაძლო ინტერვენციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გუაიდომ მოუწოდა სამხედროებსა და მოსახლეობას მადუროს წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლებისკენ, რაც ე.წ.პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

იხილეთ ვიდეო: ხუან გუაიდო აცხადებს, რომ იგი მოიაზრებს აშშ-ს სთხოვოს ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის დაწყება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა