სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპის ნაწილი

ჩვენ აღიარებული უნდა ვიყოთ, როგორც ევროპის ნაწილი, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე ნაღდი ნიშანი იქნება იმისა, რომ შორეულ პერსპექტივას კი არ ველოდებით, არამედ უკვე დღეს ვართ ევროპის კულტურის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში საქართველო ჯერ არ იყოს მზად ევროპის სრულყოფილი წევრობისთვის, მაგრამ კულტურის სფეროში საქართველო უკვე არის ევროპის ნაწილი.

„ჩვენ გვაქვს უფლება და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სრულყოფილად შევიდეთ იმ კულტურულ სივრცეში, რომელსაც ვეკუთვნით ყველანაირად. შეიძლება ჯერ ბოლომდე არ ვიყოთ მზად სოციალური კანონმდებლობით, ფინანსებში თუ ეკონომიკაში, შეიძლება, ჯერ კიდევ საჭირო იყოს, რომ ქვეყნის დონე აიწიოს იმისთვის, რათა ევროპულ სივრცეში სრულყოფილად ვიყოთ მიღებული, მაგრამ კულტურას რაც შეეხება, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპის ნაწილი. ეს არის ჩვენი ურთიერთობების წინაპირობა, ეს არის ჩვენი ძირითადი არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის იქნება ყველაზე ნაღდი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ რაღაც შორეულ პერსპექტივას კი არ ველოდებით, არამედ უკვე დღეს ვართ ევროპის კულტურის ნაწილი, ხვალ კი ვიქნებით ევროპის სრულყოფილი წევრი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა