გამოცხადდა მედია კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის 2019“

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს 2019 წლის მედია კონკურსს „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ყოველწლიური კონკურსი CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, 1 წლის წინ დაფუძნდა. იგი ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

მათივე ცნობით, კონკურსი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: 1. სტატია; 2. სატელევიზიო სიუჟეტი; 3. მულტიმედია, ვიდეო მასალა; 4. რადიო; 5. ბლოგი. საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს 2019 წლის 1 მაისიდან, 31 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში რეგისტიტრებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი. კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) დააწესა სპეციალური პრიზი ორი გამარჯვებული ჟურნალისტისთვის, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით ევროპის საგაზეთო კონგრესზე (European Newspaper Congress) გაემგზავრებიან.

„CSRDG პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2018 წლის მედია კონკურსის ფარგლებში 28 მონაწილეს შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული ტრენინგები ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.csrdg.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს