ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან და სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე.

თამარ გაბუნიას თქმით, პროგრამის ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ, ან განახევრებულ ფასად უკვე 5 სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ. ესენია: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს უკვე 118 აფთიაქი ემსახურება. ასევე მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.

„პროგრამის მოცვა გაფართოვდა და დღეისთვის უფრო მეტ აფთიაქში გაიცემა მედიკამენტი, ვიდრე აქამდე გაიცემოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის გაზიარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმებისთვის და ასევე მათი მხრიდან იმ გამოწვევების გაცნობა, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ამ მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა პირველად ჯანდაცვაში ქრონიკული დაავადებების მართვასთან დაკავშირებით ძირითად გამოწვევებზე და ასევე იმაზეც, რამდენად შეიძლება პროგრამის ეფექტური და წარმატებული გამოყენება რათა გაუმჯობესდეს ქრონიკულ დავადებებთან დაკავშირებული შედეგები, კერძოდ, ჰიპერტენზიის მართვის გაუმჯობესება, შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება, ეპილეფსიის, პარკინსონის და ბევრი სხვა დაავადების", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადება. პროგრამის მოსარგეებლეები არიან: სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ: საპენსიო ასაკის მოქალაქეები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე და ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

უწყების ცნობითვე, პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100-ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.

შეხვედრას იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები და სოფლის ექიმები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა