ნათია თურნავა გიორგი ქობულიას გათავისუფლებაზე - ტემპთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვგრძნობდი, დანარჩენი დეტალები ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არ არის

ამოცანები და დავალებები, რაც ჩვენ გვქონდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგანაც, იყო, რომ ტემპი დაჩქარებულიყო და მე ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ვგრძნობდი. დანარჩენი დეტალები არ არის ჩემთვის ბოლომდე ცნობილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში, მისი წინამორბედის პოსტიდან გათავისუფლების კომენტირებისას განაცხადა.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ თავად ტემპთან დაკავშირებით პრობლემას ვერ გრძობდა და გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრემიერის მიერ გაკეთებულ განმარტებას ვერაფერს დაამატებს.

„საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ძალიან კარგად განმარტა პრემიერ-მინისტრმა. მე აქ არაფერი მაქვს დასამატებელი“, - აცხადებს თურნავა.

კითხვაზე, ვინ იყო ნათია თურნავას ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნების რეკომენდატორი, მინისტრი აცხადებს, რომ „ძალიან მარტივი პასუხია ამაზე, თუ მე რა მოლოდინი უნდა მქონდეს თანამდებობაზე წარმატებისთვის ან წარუმატებლობისთვის“.

„ესეც განმარტა ბატონმა პრემიერმა, ვინც ჩვენს ტემპს ვერ აყვება, გუნდში ვერ იქნება. ეს არის ძალიან მარტივი დავალება, ყველაფერი უნდა შესრულდეს გეგმის მიხედვით. არც ერთი დაგვიანებული პროექტი, არც ერთი ეგრეთ წოდებული გაჭედილი საკითხი და არც ერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს“, - აცხადებს თურნავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს