მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი საქმიანობა ემსახურება  უმთავრეს მიზანს - გავაღრმავოთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, ამავდროულად, ჩვენში ევროპული ცხოვრების წესი განვამტკიცოთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ფორუმი - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ იქნება პლატფორმა ქართველებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის, თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

როგორც მინისტრმა ფორუმზე განაცხადა, საქართველო ისწრაფვის ევროპული ოჯახისკენ, რაც ქართველი ხალხის ურყევი სურვილია.

„ეს ფორუმი მნიშვნელოვანია, რომელიც ვფიქრობთ, რომ იმ დიალოგის მხოლოდ დასაწყისი იქნება საქართველოსა და ევროპას შორის, რომელიც ყოველწლიურად გაგრძელდება და გაფართოვდება. საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს და რა თქმა უნდა, ისწრაფვის ერთიანი ევროპული ოჯახისკენ. ეს ჩვენი ხალხის ურყევი ნებაა, ჩვენი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ ინტელექტუალური ცხოვრების ყველა სფეროში. თითოეული ჩვენთაგანის საქმიანობა დღეს, ემსახურება უმთავრეს მიზანს - გავაღრმავოთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია. ამავდროულად, ჩვენში განვამტკიცოთ ევროპული ცხოვრების წესი. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არამხოლოდ ნაწილი ვიყავით, არამედ ვიყავით ევროპული ღირებულებების კულტურისა და ისტორიის შექმნის აქტიური თანამონაწილე. ყველაზე უკეთ ეს ჩვენს თვითმყოფად, ევროპულ უძველეს კულტურასა და ტრადიციებში ჩანს. კულტურა დღესაც უძლიერესი ინსტრუმენტია ფასეულობათა დამკვიდრების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო მასშტაბით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისა და წინსვლისთვის. მეტი განვითარებისთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან თანამშრომლობა. სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება ჩვენი სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ორგანიზებული პროექტი „საქართველო ევროპა“, რომლესაც დღევანდელი ფორუმით ვიწყებთ. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო