ნათია თურნავა - ჩვენი ახალი ამოცანა არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანაა

იცვლება ეკონომიკური ვითარება, ეკონომიკა დინამიური ხდება და დგება ახალი ამოცანები. ჩვენი ახალი ამოცანაა არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის გადათარგმნა სიღარიბის დაძლევაში, ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის.

„ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ყველა ჩართულია და მას ყველა გრძნობს. მაგრამ მთავარია, რა ტემპებით, რა ტაქტიკით, როგორ მივაღწევთ ამ შედეგს. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან კომპლექსური სამინისტროა, სადაც ბევრი დარგი, ქვედარგი, მიმართულება არის თავმოყრილი და თითოეულ დარგში არსებობს სტრატეგია. ჩვენი მთავარი ამოცანა - ეს არის მართლაც ახალი ტემპი, ახალი დინამიკა, ახალი დრაივი. მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო გახდეს სანიმუშო ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ბიზნესისთვის, სერვისების მიღება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული უნდა იყოს.

„ეს სისტემა გამართულია და კარგად მუშაობს, რაღაც პერიოდისთვის ამოცანები შეასრულა. ახლა ჩვენ მისი უკეთესობისკენ გადაწყობის შესაძლებლობებს ვხედავთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა