ნათია თურნავა - თუ ვინმე იჩაგრება საზღვარგარეთ ტენდერებში, თუ რაიმე ბარიერი დახვდებათ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ბიზნესი დავიცვათ

ორ მთავარ პრიორიტეტს გამოვყოფ: პირველი, რაც იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით მთელი საქართველოს მოცვაა. მეორე მიმართულება კი ადგილობრივი წარმოებისა და ადგილობრივი ბიზნესის დაცვა და მხარდაჭერა იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა , რომ მოწყობილიყო მაგისტრალური გზები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, მომხდარიყო გაზიფიკაცია.

„საქართველოს 80%-ით მოცულია გაზიფიკაციის ქსელით, რაც ჩვენნაირი ლანდაშაფტის ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ასევე 88%-ით არის ფიქსირებული ინტერნეტით მთელი საქართველო მოცული. ეს საბაზისო ინფრასტრუქტურა იმდენად კარგად არის წარმოდგენილი, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამ მხრივ და ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონირეთ, როგორც რეგიონალური ლოგისტიკური და ეკონომიკური ჰაბი. თუმცა, ამ თვალსაზრისით უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ახლა, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, გვაქვს ფუფუნება, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, უკვე მივაწოდოთ ყველა ოჯახს, ყველა სოფელს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაცილებულია ცენტრალური ადგილიდან.

ეკონომიკის მინისტრი მეორე პრიორიტეტად, ადგილობრივი ბიზნესისა და წარმოების დაცვასა და მხარდაჭერას ასახელებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები იქნება.

„ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ჩვენი ბიზნესი იმდენად გაძლიერდა, რომ უკვე გარე ბაზრებზე კონკურირებს. ჩვენ ყველგან - გარე ბაზარზე, საექსპორტო ბაზარზე უნდა შევძლოთ მათი ინტერესების დაცვა. ჩვენ ვართ ძალიან გახსნილი ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მიმართ და მათგან მოვითხოვთ ასეთივე გახსნილ, არადისკრიმინაციულ გარემოს ჩვენი ბიზნესისთვის. თუ ვინმე იჩაგრება საზღვარგარეთ ტენდერებში, თუ რომელიმე ახალი გაუმართლებელი სავაჭრო ბარიერი ან ტექნიკური ბარიერი დახვდებათ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას და ყველა ფორმატს, რომ დავიცვათ ჩვენი ბიზნესი და სამართლიანი პირობები მოვითხოვოთ კონკურენციის ნაწილში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა