მიხეილ სააკაშვილი - მე საქართველოში დიდი გეგმები მაქვს - ქვეყანა გადასარჩენია

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში დიდი გეგმები აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა Прасвет-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გადასარჩენია და ემიგრანტებთან ერთად დაწყებული მოძრაობით ის აპირებს, რომ ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააბრუნოს.

„მე საქართველოში დიდი გეგმები მაქვს. საქართველო გადასარჩენია. მე ახლა ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ვახდენ მთელ მსოფლიოში. წინ დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენის პროცესს, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ იმავდროულად საქართველოც იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა უკრაინის ფონზე. საქართველო პატარაა და მისი სწორი განვითარების რელსებზე გადაყვანა ადვილია. საქართველო იქნება კავკასიის სინგაპური, დუბაი, ჰონკონგი - დემოკრატიული შეფერილობით. უკრაინას ჩემს სახლად ვთვლი, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კიევში არ ჩავალ. მე აუცილებლად ჩავალ უკრაინაში, შემდეგ კი თბილისში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა