კენიელი ქალი თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ ეგვიპტელ ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს

კენიელი ქალი თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ ეგვიპტელ ოჯახს, სადაც ის დამხმარედ მუშაობდა, ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ოჯახი, სადაც შუახნის ქალი დამხმარედ მუშაობდა, უკმაყოფილიყო იყო მისი მუშაობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის შელაპარაკება მოხდა.

კენიის მოქალაქე აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ქალი მიგრაციის დეპარტამენტში იმყოფება.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი