წინარეხი და ქვათახევი ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, წინარეხი-ქვათახევის 4.5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

შესრულებული სამუშაო მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ადგილზე დაათვალიერა.

ეს გზა ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.

წინარეხი-ქვათახევის გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტს გადაადგილება გრუნტოვანი გზით უწევდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში არსებული პრობლემები მოგვარდება და მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია.

მათივე ინფორმაციით, გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 1 ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, მოეწყობა ავტოპავილიონები, საგზაო ნიშენები და ლითონის მრდუხაზოვანი ძელები, გაკეთდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ბეტონის არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.

წინარეხი-ქვათახევის გზის რეაბილიტაცია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და ხელშეკრულების მოქმედების ვადა მიმდინარე წლის აგვისტომდეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს