მალხაზ მაჩალიკაშვილი - მაქვს მიზეზი, რომ სუს-ში დაკითხვაზე არ მივიდე - ერთი და იგივე შეკითხვები აქვთ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 7 მაისს არის დაბარებული. როგორც მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, ის უკვე 5-ჯერ არის დაკითხული და ყველა ჯერზე მას ერთი და იგივე კითხვების მოსმენა მოუწია.

„მაქვს საიმისო მიზეზი და არ წავიდე. მე ხუთჯერ ვარ ნამყოფი იმ დასაწყევლ „მოდულის“ შენობაში, სადაც სხედან ჩემი შვილის მკვლელები. მეხუთედ დამკითხეს 10 საათი. ყველა დაკითხვაზე ერთსა და იმავეს მეკითხებიან. უნდათ წყობიდან გამომიყვანონ. უნდათ რომ რაღაც ჩამადენინონ და აქედან გამომდინარე, მე მანდ მიმსვლელი არ ვარ. თუ უნდათ აგერ ვარ, არსად არ გავდივარ, მოვიდნენ და ძალის გამოყენებით წამიყვანონ. ერთი და იგივე შეკითხვები აქვთ თემირლანთან დაკავშირებით. როგორი იყო თემირლანი, რას შვრებოდა, ვის ხვდებოდა, როგორ ჰქონდა მიყენებული ჭრილობა თავზე და ა.შ. ასეთ შეკითხვებს მისვამენ, რომ პირდაპირ მორალურად გამანადგურონ. სუს-ი ერთ-ერთი ყველაზე ნაძირალა დაწესებულებაა მსოფლიოში“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს, რომელშიც ემიგრანტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ვეცდები მთელი ქვეყანა გამოვიყვანო გარეთ და თუ სადმე ძალა მაქვს და ხელი მიმიწვდება ემიგრანტები ჩამოვიყვანო ევროპული ქვეყნებიდან, რათა დავანგრიო ეს სისტემა“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა