პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მოწვევის და მოსმენის საკითხზე დისკუსია გაიმართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოწვევისა და მოსმენის საკითხზე დისკუსია გაიმართა.

კომიტეტისგან ქობულიას მოსმენის უზრუნველყოფა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მოითხოვა.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, კომიტეტმა უნდა განიხილოს, როგორც ქობულიას მუშაობის შედეგები, ასევე მისი გათავისუფლების მიზეზი.

აღნიშნულ საკითხზე კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ დადებითი პოზიცია გამოხატა და მზაობა გამოთქვა ქობულიას კომიტეტში მოწვევაზე კომიტეტის წევრებთან იმსჯელოს.

„თუ ადამიანს აქვს სურვილი და არის იმ განწყობაზე, რომ გარკვეულ სიახლეებზე და ახალ გარემოებებზე ჟურნალისტებთან, კამერის წინ ისაუბროს, შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს კომიტეტში. ამაზე თვალის დახუჭვის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, რადგან ის თავის სათქმელს მაინც იტყვის“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე რომან კაკულიამ.

გიორგი ქობულიას მოსმენის ინიციატივაზე უარყოფითი პოზიცია გამოხატა უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ. როგორც მან დისკუსიისას აღნიშნა, ქობულიას მოწვევაზე მისი პოზიცია უარყოფითია, რადგან „ნაწყენი კაცის პოზიცია ინტერვიუებიდან ბევრჯერ მოუსმენია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა