რამაზ საყვარელიძე - მემგონი, კონცეპტუალური მხარე, რაზეც ქობულია საუბრობდა, არის მხოლოდ წამყვანი და სხვა ფაქტორებიც იყო გადადგომის მიზეზი

გიორგი ქობულიას ხედვაზე ინფორმირებული იყო მმართველი გუნდი, რადგან მაშინ დათანხმდნენ, შეიძლება შემდეგი უთანხმოება დამატებით სხვა საკითხით იყოს განპირობებული და არამარტო კონცეპტუალური მიზეზებით, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გადადგომის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.

ექსპერტის თქმით, ხშირად, პოსტიდან გადამდგარი ადამიანი მსგავს განცხადებებს აკეთებს, როგორიც გიორგი ქობულიამ გააკეთა, რომ ზემდგომთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა რამდენად არის ეს რეალური მიზეზი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი რთულია.

„როცა ერთ-ერთი მინისტრის და პრემიერის, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, მიდის მინისტრი და არა პრემიერი. გიორგი ქობულიას ხედვაზე, თვალსაზრისებზე ინფორმირებული იყო მმართველი გუნდი, მაშინ როცა დათანხმდნენ მის მინისტრობას. რადგან მაშინ დათანხმდნენ, შეიძლება შემდეგი უთანხმოება დამატებით სხვა საკითხით იყოს განპირობებული და არამარტო კონცეპტუალური მიზეზებით. ანალოგიური მდგომარეობა იყო კვირიკაშვილთან დაკავშირებითაც. ის წავიდა და მანამდე თქვა, რომ ივანიშვილთან უთანხმოება ჰქონდა. რეალურად, ასე იყო თუ არა, ძნელი საფიქრალია იმიტომ, რომ გადამდგარი ადამიანები ხშირად ამ ტიპის მოტივს ასახელებენ ხოლმე, რომ მათი პოზიცია არ დაემთხვა ზემდგომების პოზიციას. მემგონი, კონცეპტუალური მხარე, რაზეც ქობულია საუბრობდა, არის მხოლოდ წამყვანი და სხვა ფაქტორებიც იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. აღნიშნულ საკითხზე კი განცხადება ახლახანს გააკეთა, სადაც ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველ გუნდს შორის იყო.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ის დეტალებზე საუბარს არ აპირებს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რიგ შემთხვევებში მას გუნდისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა.

„იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა უფრო პოლიტიკურად დატვირთული, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული, ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი“, - აღნიშნა ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო