სტომატოლოგთა მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და კომპანია New Line Dental-ის ორგანიზებით, სტომატოლოგთა რიგით მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ენდოდონტიაში: "რეციპროკაციის ფილოსოფია და ახალი რეციპროკული სისტემის - R-Pilot-ის შესაძლებლობები და ეფექტურობა, პირველადი და განმეორებითი ენდოდონტია, არხთა ობტურაცია" გაიმართა .

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტიდან აცნობეს, კონფერენცია ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე და ოდონტოლოგიაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ამერიკის და ევროპის ენდოდონტიის ასოციაციის წევრმა, ფერარას უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორმა, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმმა და კომპანია VDW-ს სპიკერმა, ენრიკო კასაიმ (იტალია)თემაზე - „სიახლეები მარტივი და პროგნოზირებადი ენდოდონტიისთვის“ პრეზენტაცია წარადგინა. პროფესორ კასაის ხედვა ოდონტოლოგიის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაში ემთხვევა სტომატოლოგიაში იტალიური სკოლის Stile Italiano-ს კონცეფციას.

„კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური პერსონალი და ამ დარგში მოღვაწე სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენლები. ღონისძიება აუდიტორიის მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს