რომან კაკულია - კომიტეტში გიორგი ქობულიას მოსმენა ცუდ იდეად არ მეჩვენება

კომიტეტში გიორგი ქობულიას მოსმენა ცუდ იდეად არ მეჩვენება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

კაკულიას თქმით, ის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ქობულიას მოწვევის საკითხზე კომიტეტის წევრებთან იმსჯელებს.

გიორგი ქობულიამ საკუთარი ხედვები პარლამენტში წარმოადგინა და მიმაჩნია, რომ ის ამ ხედვებს მიზანმიმართულად მიჰყვებოდა. თუკი გიორგი ქობულია დამატებითი ინფორმაციების გაჟღერებას დააპირებს, ამაში ცუდი არაფერია. თუკი ქობულიას სურს ისეთი რამ თქვას, რაც მისი აზრით გათავისუფლებაში გადამწყვეტი იყო, ეს მისი უფლებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან კაკულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო