დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხვალიდან პატრულირებას იწყებს

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხვალიდან პატრულირებას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ განუცხადა.

„დავით გარეჯის ტერიტორიაზე ხვალიდან ვიწყებთ პატრულირებას, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება. მოძრაობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტურისტულ მარშრუტზე, რომელზეც ჩვენ ვმოძრაობთ. ეს იქნება განკუთვნილი, პირველ რიგში იმისთვის, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხშირად ჩვენს სახელმწიფოებივ ინტერესებს აზიანებს. ვგულისხმობ იმას, რაც მოხდა ამ ბოლოს დავით გარეჯში. 3 დღიანი ვაკუუმი იყო, რომლის პერიოდშიც საზოგადოება საერთოდ არ იყო ინფორმირებული პრობლემის შესახებ და მხოლოდ მე-4 დღეს გავიგეთ ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკეტეს საზღვარი და მისასვლელი ბილიკები ეკლესიასთან. ამიტომ ეს იქნება, არა უფრო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფორმატში, არამედ უფრო საზოგადოებრივი მოძრაობა. ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან მოტივირებული, შეწუხებული და შეშინებულია. მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ კოორდინაციაში. ბუნებრივია, საქმის კურსში ჩავაყენებთ ადგილობრივ თვითმმართველობასაც, მესაზღვრეებსაც. ვიქნებით უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას დროული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როდის დაასრულებენ პატრულირებას დავით გარეჯის ტერიტორიაზე. ამავე დროს, დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტება, პატრულირება გაგრძელდება.

„ეს შეიძლება იყოს იმ დრომდე, ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტება და ჩვენ არ დავინახავთ, რომ ყველა რისკი და საშიშროება განეიტრალებულია. ამის შემდეგ ეს პატრულირება შეიძლება შეწყდეს კიდეც, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი ცოტა რთულია. უფრო ასეთ ფორმულირებას გავაკეთებ. ვიქნებით მანამ, სანამ ეს საჭიროება იქნება,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან მათ პირდაპირი შეხება არ ექნებათ.

„ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული ტურისტული ზონაა. ეს არის იქ, სადაც პრობლემა შეიქმნა და არ გვიშვებდნენ. ეს იქნება ჩვენი საპატრულო ტერიტორია, სხვა ტერიტორიაზე ჩვენი ჩართულობისთვის საჭიროებას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა