დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კლინიკები მხოლოდ იმ საბიუჯეტო სახსრებს დააბრუნებენ, რაც არასწორად გახარჯეს.

„არც ერთი კომპანია, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, არასოდროს ხარჯავს თანხას ისე, რომ არ გააკონტროლოს ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტროა. ამ ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში გახმაურებული ამბავი, რომ რამდენიმე პოლიკლინიკას დაეკისრა ჯარიმები, ეს ჯარიმები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებას გამოიწვევდა. ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკუთრივ ჯარიმები, რომელიც რაოდენობრივად იყო არასწორად მიღებული თანხების ორმაგი რაოდენობა, საკუთრივ ჯარიმები გაუქმდა და ამ კლინიკებმა უნდა გადაიხადონ მხოლოდ ის თანხა, რაც არასწორად მიიღეს სახელმწიფოსგან. შესაბამისად, რაიმე სანქციების გადახედვაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან სანქციები არც კი დაკისრებიათ, რაც არასწორად მიიღეს, ის უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში. ორმაგი ჯარიმა განულებულია",- განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ