საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ნინოწმინდა“, „ყაზბეგი“, „ლაგოდეხი“ და „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 26,740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS – 11 ცალი), ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი) და ასევე 626 ცალი საბერძნეთისა და ლიტვის პირადობისა და მართვის მოწმობაზე ლამინირებისათვის დასაკრავი პოლიეთილენის ფირი აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო 2 მაისს, სგპ ბათუმის აეროპორტში, რუსეთის მოქალაქე გ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლენილი არადეკლარირებული საქონლის (ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS) - 5 ცალი, სიგარეტი - 7,580 ღერი) საბაჟო ღირებულებამ 4,980 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს