გურჯაანის მაჟორიტარი - გლეხები სადაზღვევო კომპანიებისგან შექმნილ ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობენ, ეს საკითხი სადაზღვევო ასოციაციასთან უნდა გაირკვეს

გლეხები სადაზღვევო კომპანიებისგან შექმნილ ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობენ, იქნებ სადაზღვევო ასოციაციას ვთხოვოთ, რომ მოვიდეს და ამ საკითხში გავერკვეთ,- ასე მიმართა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას.

სონღულაშვილის ინფორმაციით, გლეხები პრობლემად სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილ ხელოვნულ ბარიერებს ასახელებენ, რაც საყურადღებოა.

„გუშინ, გუშინწინ კახეთი ფქტობრივად ჭარბმა ნალექმა გაანადგურა. ასობით ჰექტარზე ნათესები სრულადაა განადგურებული. ერთ-ერთ ძირითად პრობლემად , რასაც გლეხები ასახელებენ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერები სადაზღვევო კომპანიისგან, რომ რაც შეიძლება გვიან დაიზღვეს ეს ნაკვეთები. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაზღვევას აგროსფეროში და თუ ხელოვნურად იქმნება ბარიერები, ნამდვილად საყურადღებოა“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ურიგო არ იქნება, შეიქმნას ინსტრუმენტი დაზღვევასთან დაკავშირებით და მაგალითად, აგროსესხის აღების პარალელურად მოხდეს აგროდაზღვევის გაფორმება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, მსგავსი „სიგნალები“ მასთანაც მივიდა და სიამოვნებით დაუთმობს საკითხს საკომიტეტო მოსმენას .

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა