შეწყალების საკითხთა კომისია ივნისის ბოლომდე დაკომპლექტდება

შეწყალების საკითხთა კომისია ჯერ ისევ არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, უკვე მეხუთე თვეა, ქვეყანაში შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებს.

2019 წლის იანვრიდან - იმ პერიოდიდან, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინა კომისიის გაუქმების შესახებ განკარგულება გამოსცა, "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ „შეწყალების ახალი კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა მიმდინარეობს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ახალი კომისიის წევრთა სავარაუდო გვარებს აკონკრეტებენ და არც მისი დაკომპლექტების ზუსტ თარიღებზე საუბრობენ. პრეზიდენტის პრესსპიკერი მხოლოდ იმას განმარტავს, რომ შეწყალების კომისია ივნისის ბოლომდე დაკომპლექტება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის საკითხი განიხილება.

იხილეთ ვიდეო: შეწყალების საკითხთა კომისია ივნისის ბოლომდე დაკომპლექტდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა