საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი - აუცილებელია, შედგეს ორმხრივი კომისია, რომელიც დავით-გარეჯის საკითხს ისე დაადგენს, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს რაც გვაწუხებს, არის ის, რომ ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი თუ სასულიერო პირი, ემოციურ ფონზე დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებს, რაც ორ ერს შორის ურთიერთობას აზიანებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იდიგოვმა დავით-გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, შედგეს ორმხრივი კომისია, რომელიც დავით-გარეჯის საკითხს ისე დაადგენს, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. ამასთანავე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი ემოციურ ფონზე დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებისგან ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის, ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა. აღნიშნული საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხია, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, აუცილებელია შედგეს ორმხრივი კომისია, რომელიც დაადგენს საკითხს და შესაბამისად, დელიმიტაციითა და დემარკაციის პროცესში ისეთი პოზიცია დაფიქსირდება, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი იქნება.

ჩვენი ქვეყნები მეგობრული ქვეყნებია. შესაბამისად, მსგავსი განცხადებებისგან ყველა თავს უნდა იკავებდეს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების, სახელმწიფოს პოზიცია სულ სხვაა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები არიან. ორივე ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამის ფონზე ისეთი პრობლემები წარმოჩინდება, რომლებიც ამ ორ ქვეყანას, სტრატეგიულ მოკავშირეს ერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს. ამიტომაც, ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ არც ერთი ქვეყნის ინტერესი დაზიანდეს და მოსახლეობის ინტერესები არ შეიბღალოს. არც ერთი მხარე არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო“, - განაცხადა შეიხმა რამინ იდიგოვმა.

მისივე აზრით, დავით-გარეჯთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ეს არის მესამე ძალის ჩარევის შედეგი, „რათა გადაფაროს ის ძირითადი პრობლემა, რაც ორ ქვეყანას აქვს და უფრო მეტიც, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოიყვანოს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა