ანა დოლიძე - გიორგი ქობულია ბოლო დროს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და საუბარი დაიწყო იმ მიზეზებზე, რის გამოც მოუწია წასვლა

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ უნდა დაამკვიდროს, რომ არ შეიძლება ადამიანებთან მოქცევა ისე, ადგე, საღეჭი რეზინივით დაღეჭო და გადააგდო, მერე საერთოდ არ მოიხსენიო - მისი პოზიცია მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულიას წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

დოლიძის თქმით, დასაფასებელია ქობულიას პოზიცია, როდესაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არ გაჩუმდა და ხმამაღლა ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პოსტიდან წასვლის შემდეგ საერთოდ არ ჩანან.

„ჩვენ თუ გავიხსენებთ უახლეს პოლიტიკურ ისტორიას საქართველოში, დავინახავთ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და არა მხოლოდ, მათ შორის, ნინო გვენეტაძე მიდიან თანამდებობიდან და ქრებიან. გიორგი ქობულია ბოლო დროს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა. თავის თავზე აიღო გამბედაობა, საუბარი დაიწყო იმ მიზეზებზე, რის გამოც მას თანამდებობიდან წასვლა მოუწია”, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო