მამუკა ბახტაძე საპატიო ხონელი გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ჯილდო მთავრობის მეთაურს დღეს ხონის ბულვარში, ხონელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ ბულვარში შეკრებილ მოსახლეობას ხონელობის სახალხო დღესასწაული და გიორგობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხონში სტუმრობა მისთვის ყოველთვის დიდი ემოციური დატვირთვის მატარებელია.

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ფესვებით. ხონი უნიკალური, ულამაზესი კუთხეა, რომელმაც ძალიან ბევრი ქართული ფასეულობა და ტრადიცია შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს. ხონი არის კუთხე და ქალაქი, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. თქვენი თხოვნის შესაბამისად, ყველა სკოლა, რომელიც ამას საჭიროებს, დროულად იქნება რეაბილიტირებული. წლის ბოლომდე დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას და მასთან ერთად ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, ხონი იქნება ძალიან წარმატებული და დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ყველაზე მეტი ტურისტი და იქნება ნამდვილი იმერული, გულანთებული სტუმარ-მასპინძლობა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე დღესვე ხონში დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა