საქართველოს ეროვნული მუზეუმის კრეათონის – „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში" გამარჯვებულები დღეს დასახელდებიან

თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კრეათონი - „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დღეს დასრულდება. დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც გარდა იმისა, რომ გადაეცემათ საპატიო და ორიგინალური ჯილდოები, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში.

მათივე ინფორმაციით, კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.

„კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში