მალხაზ მაჩალიკაშვილი - სუს-ს დაკითხვის გადადება ვთხოვეთ, რაც არ გაითვალისწინეს - თუ საჭიროდ თვლიან, რომ რამადანის დასრულებამდე უნდა დამკითხონ, ჩემი იძულებით მიყვანა მოუწევთ

ჩემთვის წარმოუდგენელია მარხვის დროს, როდესაც მე ჩემი შვილის სულისთვის უნდა ვილოცო, მივიდე უწყებაში, რომელმაც ის მოკლა და კითხვებს ისე ვუპასუხო, თითქოს არაფერი მომხდარა,-ამის შესახებ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მაჩალიკაშვილის თქმით, რამადანის მნიშვნელობიდან გამომდინარე მისმა ადვოკატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს და დაკითხვის გადადება რამადანის დასრულებამდე ითხოვეს, რათა ამ პერიოდში მას რელიგიური ვალის აღსრულება შეძლებოდა, თუმცა სუს-ის გამომძიებლებმა დაკითხვის გადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხვალ, 7 მაისს 11 საათზე სუს-ში დაბარებული ვარ დაკითხვაზე. გამომძიებლის განმარტებით, დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება 2018 წლის მაისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას გაკეთებულ ემოციურ განცხადებას. სუს-მა ჯერ კიდევ შაბათს მოულოდნელად მოინდომა ჩემი წაყვანა დასაკითხად და რამდენიმე საათის წინ მომადგნენ კარავში ამისთვის. დღეს დაიწყო რამადანი, რაც მუსლიმებისთვის უმნიშვნელოვანესი რელიგიურ დღესასწაულია. ამ პერიოდში მუსლიმები ვმარხულობთ და ვლოცულობთ- ვცდილობთ მივუახლოვდეთ ალაჰს და გავიხსენოთ განსაცდელში მყოფი ადამიანები. რამადანს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მუსლიმისთვის, რომ ლოცვისა და მარხვის მიზნით ხშირად ყველა სხვა საქმიანობა წყდება და მხოლოდ რელიგიურ რიტუალებს ვასრულებთ. აქვე უნდა ვთქვა, ის ფაქტიც, რომ რამადანის დროს მუსლიმები დღის განმავლობაში უარს ვაცხადებთ საკვების მიღებაზე, რაც ორგანიზმს ასუსტებს და ლოცვის გარდა სხვა საქმიანობას მიზანშეუწონელს ხდის.

რელიგიური მოსაზრებებიდან და ჩემთვის რამადანის მნიშვნელობიდან გამომდინარე. დღეს ჩემმა ადვოკატებმა მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელს და სთხოვეს დაკითხვის გადადება რამადანის დასრულებამდე, რათა ამ პერიოდში მე შემეძლოს ჩემი რელიგიური ვალის აღსრულება, თუმცა სუს-ის გამომძიებლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს დაკითხვის გადადებაზე და მკაცრად მოითხოვეს, რომ ხვალ გამოვცხადდე ამ უწყებაში“, - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მისთვის ისედაც რთულია იმ სახელმწიფო უწყებაში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლის „უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და ჩატარებულმა სპეცოპერაციამ 19 წლის შვილი იმსხვერპლა“.

„სირთულეს ყოველთვის ჩემს თავში ვახშობ ხოლმე და როცა მიბარებენ სუს-ში დაკითხვაზე მივდივარ, თუმცა ამჯერად ჩემთვის წარმოუდგენელია მარხვის დროს, როდესაც მე ჩემი შვილის სულისთვის უნდა ვილოცო, მივიდე უწყებაში, რომელმაც ის მოკლა და კითხვებს ისე ვუპასუხო თითქოს არაფერი მომხდარა. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ სუს-ს დაკითხვის გადადება, რაც არ გაითვალისწინეს. ამ მცირე დათმობაზეც კი არ წამოვიდნენ, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა 2019 წლის 7 მაისს დაგეგმილ დაკითხვაზე მისვლაზე და თუ სუს-ი მაინც საჭიროდ თვლის, რომ რამადანის დასრულებამდე უნდა დამკითხონ, მათ მოუწევთ ჩემი იძულებით მიყვანა დაკითხვაზე. ჩემი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება, მე ბოლომდე დავრჩები სამართლებრივი და მშვიდობიანი პროტესტის მდგომარეობაში, სანამ ჩემი შვილის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება არ მიიღწევა. თემირლანი უნდა იყოს ბოლო მსხვერპლი და მე მივაღწევ ამას.

ყველა მუსლიმს ვულოცავ რამადანს! უზენაესმა ალლაჰმა მიიღოს თქვენი მარხვა და სხვა ღვთისმსახურებები. მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. აქვე მინდა ყველა ქრისტიანს მივულოცო წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღე და მშვიდობა ვუსურვო მათ ოჯახებს“,-წერს მაჩალიკაშვილი.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო