ლევან კობერიძე - ალბათ, ქობულიას არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად - გაუგებარია, სად იყო მისული ქობულია და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში

ალბათ, გიორგი ქობულიას არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად. ჩემთვის გაუგებარია, სად დადიან ეს მინისტრები, ანუ სად იყო მისული ქობულია და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კობერიძე გამოეხმაურა გიორგი ქობულიას იმ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მამუკა ბახტაძესთან ხედვების შეჯერებას ცდილობდა.

ლევან კობერიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას საკომიტეტო მოსმენაზე მისვლის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა.

„ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ გიორგი ქობულიას. ადამიანი იყო მინისტრი, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ 4.5%- იანი ზრდა ამ მოცემულობაში არის მაქსიმუმი. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ამბობს, რომ 9% -იანი ზრდა არის შესაძლებელი. ეს არ არის მარტო პროცენტები, ეს არის ადამიანების დასაქმება სამუშაო ადგილებზე და ჩვენი კეთილდღეობა, რასაც რეალურად ელის საზოგადოება ამ ხელისუფლებისაგან. თუკი მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მას წასვლის შემდეგაც უნარჩუნდება საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა. მან აუცილებლად ღიად უნდა ისაუბროს იმ ბარიერებზე, რომელთა არარსებობის შემთხვევაში, მისი თქმით, ეს 9%-იანი ზრდა მიღწევადია.

მინდა გამოვეხმაურო ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ცდილობდა თავის ხედვების შეჯერებას. მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრის ეს ნაწილი გასაგებია, მაგრამ მემგონი კარგად არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად და ეტყობა უთხრეს, რომ პარლამენტი ცუდი ადგილია, ცუდი ბიჭები არიან იქო, თორემ პარლამენტი და შესაბამისი კომიტეტებია ის ადგილი, სადაც ხდება დარგების მიხედვით პოლიტიკის შემუშავება. ჩემთვის გაუგებარია, სად დადიან ეს მინისტრები, ანუ სად იყო მისული და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა