კომპანია Tbilisi Hills Golf & Residences-ში გაყიდვების ახალი ოფისი გაიხსნა

კომპანია Tbilisi Hills Golf & Residences -ში გაყიდვების ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისი თბილისში, კრწანისის რაიონში, კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დასრულებული საჩვენებელი სახლი (შოურუმი) ადგილზე დაათვალიერონ. პოტენციურ მყიდველებს ასევე შეუძლიათ ნახონ თუ რა მასალები გამოიყენება მშენებლობის დროს და დასრულებული სახლის ინტერიერი შეაფასონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ Tbilisi Hills Golf & Residences -დან აცნობეს, საქართველოში Tbilisi Hills Golf & Residences პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 331 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფისის დიზაინზე არქიტექტორმა დავით დანელიამ იმუშავა. თანამედროვე სტილის ინტერიერი შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ. ოფისის პროექტის მთავარი ამოცანა პოტენციურ მომხმარებელზე მაქსიმალური ეფექტის მოხდენა და შენობის, საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციაზე გადაადგილება იყო.

„პირველი მოცემულობა მარტივად შესრულდა. ჩვენი ტერიტორიის ერთ-ერთი უნიკალურობა სწორედ მის ხედებშია. აქედან გამომდინარე, შენობა ჯვრის ფორმით დაპროექტდა. პირველი სართული ქალაქის მიმართულებით, პარალელურად არის განთავსებული, ხოლო მეორე მართობულად, გადაკიდებულია ქალაქზე. პანორამული ხედი ყველა სტუმარში საოცარ ემოციას იწვევს.

რაც შეეხება მეორე ამოცანას, შენობის კარკასი შედგენილია ანაკრები ლითონის კონსტრუქციისგან და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მარტივი დემონტაჟი და სხვა ლოკაციაზე ტრანსპორტირება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ოფისის უშუალოდ მთაზე განთავსება, საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს ადგილზე ვაჩვენოთ მიწის ყველა ნაკვეთი. ოფისის დაგეგმარება და ინტერიერი კი სტუმრებს ეხმარება თავი იგრძნონ ისე, როგორც საკუთარ სახლში, წარმოიდგინონ როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება თბილისი ჰილსში – ხედი, გარემო, სმარტ ინტერიერი და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები“, – აცხადებს Skinest Air- ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და “Tbilisi Hills Golf & Residences”გენერალური დირექტორი ანასტასია უდალოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა