მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ივნისში, ორ ეტაპად ჩატარდება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისთვის თარიღი დაასახელა. გამოცდები მიმდინარე წლის ივნისში, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი გამოცდა 8 ივნისს, ტესტირების სახით, ხოლო მეორე გამოცდა 15 ივნისს, წერითი სახით გაიმართება.

გამოცდის თარიღის ჩანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველებს უკვე შეუძლიათ, რომ შესაბამისი განაცხადით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა. გამოცდები წარმატებით 25-მა გამოსაცდელმა ჩააბარა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა