„სამოქალაქო მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა ალექსანდრე ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად ნერგები დარგო

აქციის „გამწვანება აჭრელების ნაცვლად” ფარგლებში, „სამოქალაქო მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა შტაბის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად ნერგები უკვე მეორედ დარგო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან იოსელიანის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, იოსელიანმა ამჯერად 20 წიწვოვანი ნერგი სოლოლაკში, სულხან საბას ქუჩაზე მდებარე სკვერში დარგო და განაცხადა, რომ მსგავს აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს.

ლევან იოსელიანის შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარი გამოსახულებით სარეკლამო პლაკატების ბეჭდვასა და ქალაქში გაკვრაზე უარი თქვა, რადგან იოსელიანის აზრით, ამ ფორმით ქალაქის იერსახე კიდევ უფრო მახინჯდება და თანხით, რაც წინასაარჩევნო პლაკატების ბეჭდვაში უნდა დაეხარჯა,მოსახლეობის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, მთაწმინდის რაიონში არსებულ სხვადასხვა უბანს ამწვანებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა