ეკა გიგაური გიორგი მიქაუტაძის განცხადებაზე - „კლანს“ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი, ისინი თავის მდგომარეობას, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენებენ

ყველამ კარგად ვიცით, რომ „კლანს“ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი მათ ქმედებებზე, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რას გააკეთებს პარლამენტი,- ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს.

როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ე.წ. კლანი თავის მდგომარეობას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენებს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ სასამართლოს მთავარი პრობლემა საბჭოს ის შემადგენლობაა, რომელიც გვაქვს. საბჭოს მდივნის განცხადებაც ამაზე მიუთითებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ „კლანს“ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი მათ ქმედებებზე, ისინი თავის მდგომარეობას, როგორც აქამდე, დღესაც თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენებენ. როგორც ჩანს, იგივე წრეზე აპირებენ წასვლას, რაც მათგან მოსალოდნელიც იყო წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რას გააკეთებს პარლამენტი, რადგან საბოლოო ჯამში წარდგენილი კანდიდატების დამტკიცება მათი პასუხისმგებლობა იქნება“,- განაცხადა გიგაურმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კონკრეტულად არ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, თუმცა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა