ქეთევან ციხელაშვილი პანკისში მოსახლეობას ხვდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მოსახლეობას ხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და კითხვებზე პასუხის გაცემაა

„ხელისუფლებას სრული მზაობა აქვს, რომ მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან ესაა ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომლითაც ყველა საკითხი უნდა გადავჭრათ და დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, იმ ნდობაზე დაფუძნებულ და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც მოსახლეობასთან იყო. ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო გავაძლიეროთ, თუკი ამის საჭიროებაა და საკითხები ამ რეჟიმში განვიხილოთ. დღეს მოსახლეობისაგან მოვისმენ კონკრეტულად იმას, რაც მათ აინტერესებთ. ჩვენ გვაქვს პანკისის განვითარების გეგმა და ხედვა, რომელშიც მოსახლეობის ნაწილი უკვე ჩართულია და ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ეს არ არის ერთადერთი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ქეთევან ციხელაშვილმა.

პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილს ქეთევან ციხელაშვილი მთავრობის ადმინისტრაცაში რამდენიმე დღის წინაც შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, პანკისელებმა სახელმწიფო მინისტრს ის საკითხები გააცნეს, რომელიც ხეობის მაცხოვრებლებს აწუხებს და ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ინტენსიურობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა