„დემოკრატიული მოძრაობა“ მოსკოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოსკოვში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის გამო. ავიაკატასროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია. საავარიო დაშვებისას ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გამოსვლა მგზავრთა ნაწილმა ვერ მოახერხა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს, გადარჩენილებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებასა და სულის სიმხნევეს უსურვებს.

ეს არის უდიდესი ტრაგედია. შემთხვევა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი კატასტროფა მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული და ადამიანებს მშვიდად შეეძლებათ დანიშნულების ადგილამდე მგზავრობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა