ისრაელის ელჩი შაბთაი ცური ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შაბთაი ცური ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში შაბთაი ცური ქვეყანაში ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და განმარტავს, რომ განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაციების ათობით სამიზნე, მათ შორის, ისლამური ჯიჰადის საიდუმლო გვირაბი, ჭურვმტყორცნები და ტერორისტული საწვრთნელი ბაზები, ასევე მოკლულია შვიდი ტერორისტი.

„4-5 მაისს პალესტინის ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით 700-მდე ჭურვი გამოისროლეს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, დაიღუპა ისრაელის ოთხი უდანაშაულო მოქალაქე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაჭრილები არიან ისრაელელი ჯარისკაცები, რომლებიც ღაზას საზღვართან მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ისლამური ჯიჰადისა და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციების საცეცხლე წერტილებს, შედეგად, განადგურებულია ათობით სამიზნე, მათ შორის, ისლამური ჯიჰადის საიდუმლო გვირაბი, ჭურვმტყორცნები და ტერორისტული საწვრთნელი ბაზები. მოკლულია შვიდი ტერორისტი.

ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ორგანიზაციები ომის ორმაგ დანაშაულს ჩადიან - ისინი მიზანში იღებენ ისრაელის უდანაშაულო მოსახლეობას და საცეცხლე წერტილებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ირჩევენ, რათა საკუთარი თანამოქალაქეები ცოცხალ ფარებად გამოიყენონ.

ამ დღეებში „რკინის გუმბათის“ საჰაერო-თავდაცვითი სისტემა რამოდენიმეჯერ ამუშავდა და ღაზას სექტორის მახლობლად არსებული ისრაელის სოფლები ჭურვებისგან დაიცვა. ისრაელი მომავალშიც ძალებს არ დაიშურებს საკუთარი მოსახლების დასაცავად“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო