თინა ხიდაშელი - გიორგი ქობულიას განცხადება მარტივ ვითარებას აჩვენებს, როდესაც ერთ კაცს მოსწონხარ - ხარ, აღარ მოსწონხარ - არ ხარ

გიორგი ქობულიას განცხადება აჩვენებს მარტივ ვითარებას, როდესაც ერთ კაცს მოსწონხარ- ხარ, აღარ მოსწონხარ - არ ხარ. კონფლიქტში შეხვალ აღარ იქნები, არ შეხვალ - იქნები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ქობულიას ქართულ პოლიტიკაში არსებული ვითარება წინასწარ უნდა სცოდნოდა. ხიდაშელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევს.

„ქობულიამ ძალიან კარგად იცოდა რა შემადგენლობის მთავრობაში მოდიოდა და რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. ახლა ისე წარმოჩენა ამბავის, თითქოს მისთვის რაღაც მოულოდნელი მოხდა, მასზე მაინცადამაინც საუკეთესოდ არ მეტყველებს. არასერიოზული მგონია ახლა მისი მხრიდან ასეთი ტიპის რეაქციები. თუმცა, მისი განცხადება აჩვენებს, რომ არანაირი პოლიტიკური მმართველობა ამ ქვეყანაში არ არსებობს. გუნდი, რომელიც გუნდურად პასუხისმგებელი იქნება გადაწყვეტილებებზე, ასეთი რამ არ არსებობს. ეს არის მარტივი ვითარება, როდესაც ერთ კაცს მოსწონხარ -ხარ, აღარ მოსწონხარ -არ ხარ. კონფლიქტში შეხვალ აღარ იქნები, არ შეხვალ კონფლიქტში -იქნები. გიორგი ქობულიას ეს ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, ამიტომ არამგონია, რომ მის თავს რამე ისეთი გასაოცარი მოხდა, რისი დაგეგმვა, გათვალისწინება და წინასწარი მოლოდინი არ შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა“,- აცხადებს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. აღნიშნულ საკითხზე კი განცხადება ახლახანს გააკეთა, სადაც ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველ გუნდს შორის იყო.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ის დეტალებზე საუბარს არ აპირებს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რიგ შემთხვევებში მას გუნდისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამასთან ქობულია აღნიშნავს, რომ მას პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას სთხოვდნენ, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ვითარების შეცვლის იმედი ჰქონდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს