გიორგი ქობულია - თუ პარლამენტში მიმიწვევენ და მომთხოვენ პასუხს, აბა მოგვიყევი მინისტრო რა გააკეთეო, მოვალედ ჩავთვლი თავს, რომ მივიდე

თუ მიმიწვევენ და მომთხოვენ პასუხს, აბა მოგვიყევი მინისტრო რა გააკეთე, რა კეთდებოდა, რის გაკეთებას აპირებდი, მაშინ მე მოვალედ ჩავთვლი თავს, რომ მივიდე პარლამენტში,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში შესაძლო მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაშინ მივა, იქ თუ შესაბამისი მიწვევა და დაინტერესება იქნება.

„ჟურნალისტმა დამისვა კითხვა - ერთ-ერთი მიზეზი თქვენი გათავისუფლების იყო ის, რომ ცუდად მართავდით სამინისტროსო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს ასე არ არის. მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს სამინისტროს ცუდი მართვა და ეს ვერავინ ამიხსნა. თუ ვინმე დაინტერესდება იმ შედეგებით, რომელსაც ამ მოკლე ვადაში მივაღწიეთ, მზად ვარ ანგარიში წარვადგინო და მერე ვიმსჯელოთ, ცუდად ვმართავდი თუ არა. ვინაიდან მთავრობაში და პრემიერთან ეს ანგარიში წარდგენილი გვაქვს, მე ვთქვი, რომ პოტენციურად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში შეიძლებოდა ამ ანგარიშის წარდგენა,“ - განაცხადა ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა