“ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის განხილვას 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივის 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას ითხოვს.

საკითხი ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დააყენა, სადაც აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივის გასული კვირის სხდომაზე განხილვის პირობა არ შესრულდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძეს ბიუროს სხდომის შემდეგ კონსულტაციები შესთავაზა.

„ვიდრე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა გაეგზავნება, კონსულტაციები გავმართოთ. თუ მოსახერხებელი იქნება თქვენს მიერ შემოთავაზებული საკითხის ჩასმა, შეგვიძლია რიგგარეშე სხდომაზე ამის შესახებ ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძის მოთხოვნის საპასუხოდ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს