მიხეილ ყაველაშვილი ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი კომიტეტის წევრთან, თენგიზ ხუბულურთან ერთად, ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საფეხბურთო აკადემიის თანამშრომლობის შესაძლებლობები მიმოიხილეს.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტუმრები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში ადგილობრივ საფეხბურთო სკოლასთან ერთად, გახსნან აკადემია, სადაც როგორც მწვრთნელების ისე ფეხბურთელების გადამზადებაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ბარსელონის საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვი და ფეხბურთელია. სპეციალისტებმა ნახეს რამდენიმე სკოლა და მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა შედგეს. მათი სურვილია, რომ ჩვენს რეგიონშიც ჰქონდეთ დასაყრდენი და იმუშაონ აქ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასარგებლო იქნება ჩვენი საფეხბურთო სკოლისთვის. ურთიერთთანამშრომლობა წაადგება ჩვენს ბავშვებსაც და ქართულ ფეხბურთსაც“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს