პანკისის ხეობაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოსახლეობას შეხვდა. ხეობის მცხოვრებლები სოფელ ჯოყოლოში შეიკრიბნენ და ქეთევან ციხელაშვილთან 21 აპრილს განვითარებული მოვლენები განიხილეს.
მინისტრის შეფასებით, მომხდარი ინიციდენტი მოსახლეობასთან კომუნიკაციის დეფიციტმა გამოიწვია.
„ჩვენ უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში და ერთად გამოვნახოთ პანკისის განვითარების გზა. საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია და დაწყებული პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებასა და პანკისელებს შორის ხეობაში დიალოგი პირველად შედგა. შეხვედრის სურვილი კი ადგილობრივებმა თბილისში მინისტრთან შეხვედრის დროს გამოთქვეს.