თამარ ალანია არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის შესაბამისი განაცხადით იუსტიციის საბჭოს ამჯერადაც მიმართოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განახლებულ სიაში შესაძლოა, კიდევ ერთი მოსამართლის, თამარ ალანიას კანდიდატურაც დასახელდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თამარ ალანიამ განუცხადა, არ არის გამორიცხული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის შესაბამისი განაცხადით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამჯერადაც მიმართოს.

კითხვაზე, იქნება, თუ არა ახალ სიაში მოსამართლეთა ის გვარები, რომლებიც 2018 წლის დეკემბერს წარდგენილ ათკაციან სიაში იყო დასახელებული, ალანია განმარტავს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.

„რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ჩემს კანდიდატურასაც. სხვებთან დაკავშირებით, არ ვიცი“, - განაცხადა ალანიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემაც არ გამორიცხა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს.

ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განაცხადის მიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კვირას დაიწყოს.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია პარლამენტს განსახილველად 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. აღნიშნულ სიაში მოსამართლე თამარ ალანიას კანდიდატურაც იყო. მოგვიანებით კანდიდატებმა სიის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ განაცხადეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის თამარ ალანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს