გიორგი ქობულია - ვერავინ ამიხსნა, რას ნიშნავს „ქობულია ცუდად მართავდა სამინისტროს“ - მზად ვარ, ანგარიში წარვადგინო, რა გავაკეთე

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქობულია ცუდად მართავდა სამინისტროს. მე არ ვიცი, არ მესმის, რას ნიშნავს ეს და ვერავინ ამიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.

ქობულიას თქმით, სამინისტროს ცუდად არ მართავდა და თუ ვინმე დაინტერესდება, რა გაკეთდა მისი მინისტრობის დროს, მზადაა ანგარიში წარადგინოს.

„თუ ვინმე დაინტერესდება, რა და როგორ გაკეთდა ჩემი მინისტრობის პერიოდში, განსაზღვროს ცუდი იყო თუ კარგი, მე მზად ვარ, ანგარიში წარვადგინო, მაგალითად, პარლამენტში, თუ არ დაინტერესდებიან, მე არავის არაფერს ვთხოვ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, კითხვაზე, რამდენადაა მოსალოდნელი, რომ მისი გათავისუფლების დამატებით დეტალებზე ისაუბრობს, ქობულიას თქმით, „შესაძლებელია და საკითხს გააჩნია“.

„შესაძლებელია, გააჩნია საკითხებს, თუმცა არის რაღაც ნიუანსები, რაზეც თავიდანვე ვთქვი, რომ ლაპარაკი არ მინდა და არ ვაპირებ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს