ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ შიქსინ ჩენსს (Shixin Chen) შორის გამართული შეხვედრისას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მნიშვნელობაზე.

„აზიის განვითარების ბანკმა, კიდევ ერთხელ, გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს საქართველოს პარტნიორი განათლების სფეროს რეფორმის პროცესში, დაგვეხმაროს ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი ახალი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. ითქვა, რომ ქვეყანას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი, 2021 ან 2022 წელს უმასპინძლოს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას.

მათივე ცნობით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს აღნიშნული პერსპექტივა და აღნიშნეს, რომ საქართველოს, რომლის ეკონომიკაც ბოლო წლებში სტაბილურად ვითარდება, აქვს ყველა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ADB-ს წევრ ბევრ აზიურ ქვეყანას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა