სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი, ამჯერადაც შეიტანს თუ არა განაცხადს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი, ამჯერადაც შეიტანს თუ არა განაცხადს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე.

როგორც მერაბ გაბინაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკურსი ჯერ არ გამოუცხადებია და შესაბამისად გადაწყვეტილებაც არ მიუღია - იხილავს, თუ არა საზოგადოება მის სახელსა და გვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განახლებულ სიაში.

„ვერაფერს გეტყვით. როგორც ვიცით, ჯერ კონკურსი არ არის გამოცხადებული. როდესაც კონკურსი გამოცხადდება, მერე მივიღებ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ჯერ არაფერი გადამიწყვიტავს“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განახლებულ სიაში შესაძლოა, კიდევ ორი მოსამართლის მოსამართლის, თამარ ალანიას და გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურაც დასახელდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თამარ ალანიამ განუცხადა, არ არის გამორიცხული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის შესაბამისი განაცხადით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამჯერადაც მიმართოს.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მანაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად არ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, თუმცა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია პარლამენტს განსახილველად 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. აღნიშნულ სიაში მოსამართლების: თამარ ალანიას, გიორგი მიქაუტაძის და მერაბ გაბინაშვილის კანდიდატურაც იყო დასახელებული. მოგვიანებით კანდიდატებმა სიის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ განაცხადეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეები არიან. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა