ლადო კახაძე - ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს ეხება

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ძველი, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. ლადო კახაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ქართული ოცების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს ურთულესი გამოწვევაა, ვიცი რომ ამ კუთხით ნაფიქრია, შესანიშნავად განხორციელებული პროექტებიც უკვე თვალსაჩინოა. ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს ეხება და განსაკუთრებით ეს თავმოყრილია ძველ თბილისში, განსაკუთრებით მთაწმინდაზე“ ,- განაცხადა ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, არის კიდევ ურთულესი თემა - კულტურული მემკვიდრეობის საკითხი.

„აქ არის ძალიან რთული გამოწვევები. ამ სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია მისი სწორი აღქმა და რევიზია , რათა უუფლებო მესაკუთრენი, გახდნენ ღირსეული მესაკუთრენი და კაპიტალურ შენობაში მათ ჰქონდეთ დაკანონებული ის უფლება, რომ შემდგომ ქალაქგანვითარებითი პროექტების შესრულების დროს, ისინი თანაბრად ლაპარაკობდნენ იმ ჩვენთვის საშველ ძალასთან, რომელსაც ინვესტიცია ჰქვია, ინვესტორები ჰქვია“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭრისთვის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი საქმე აქვს გაკეთებული და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს.

„ჩემი ოფისის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა თქვენთვის და ნებისმიერ დროს, თითოეულ თქვენგანს შეგეძლებათ როგორც საკუთარ ოჯახში მოხვიდეთ და დაგროვილი პრობლემების შესახებ ვისაუბროთ, რომლის მოწესრიგებაც დაწყებულია და სადაც შეიძლება ამ პრობლემების მოგვარების, თქვენი ადგილისა და როლის დანახვა - ჩემთან და ჩვენთან ერთად“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო