უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გენპროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის გენერალურ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით, დაკითხვაზე დაიბარეს საქმეზე, რომელიც კიევის ცენტრში 2014 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას უკავშირდება. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პოროშენკოს 7 მაისს, 10:00 საათზე დაკითხავენ.

გენერალური პროკურატურის სპეციალურ გამოძიებათა სამმართველოს უფროსის სერგეი გორბატიუკის განცხადებით, ეს დაკითხვა მეორე იქნება ევრომაიდანზე პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ დანაშაულებათა საკითხში.

ხვალვე, პოროშენკო ხელს მოაწერს წინა დაკითხვის ოქმსაც, რომელიც 2016 წლის ნოემბრით თარიღდება.

როგორც ცნობილია, ევრომაიდანის აქციები 2013 წლის 21 ნოემბრიდან დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო