პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. წმინდა გიორგის დღესასწაულზე პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა.

„ქრისტე აღსდა! გილოცავთ გიორგობას - ჩემს ნათლულებს ვულოცავ ნათლისღებას", - ბრძანა პატრიარქმა.

„დღემდე მონათლული იყო 37 901 ბავშვი, დღეს მოინათლა 777 ბავშვი. ვცდილობთ ხოლმე, რომ ეს ნათლობა დაემთხვეს რომელიმე დღესასწაულს. დღეს წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით იყო ნათლობა და ღვთის კურთხევა და წყალობა, წმინდა გიორგის მადლი არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა