გაერო - უახლოეს ათწლეულში მილიონამდე ბიოლოგიური სახეობა გადაშენდება

ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად, დედამიწაზე დაახლოებით მილიონი ბიოლოგიური სახეობა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში გადაშენდება. ამას მოწმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოხსენება, რომელიც დღეს პარიზში გამოქვეყნდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

მისი ავტორების აზრით, ბიომრავალფეროვნების დანაკარგი დაკავშირებულია არა მხოლოდ გარემოსთან, არამედ ზემოქმედებს ეკონომიკებზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე და სოციალურ ასპექტებზე, კერძოდ კი, მიგრანტთა ნაკადებზე. ადამიანმა უკვე შეცვალა ხმელეთზე მეოთხედი ბუნებრივი ტერიტორიული კომპლექსებისა და ორი მესამედი მსოფლიო ოკეანეებში - აღნიშნულია დოკუმენტში.

იქვე აღნიშნულია, რომ მსოფლიო საზოგადოების მიზანი უნდა იყოს არა ეკონომიკური ზრდა, არამედ ხანგრძლივი სისტემები.

მოხსენებაზე 145 ექსპერტი მუშაობდა 50 ქვეყნიდან. მათ განკარგულებაში იყო რამდენიმე ათასი გამოკვლევა, რომლებზეც მოხსენების ავტორები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა