კახა კალაძე - ჩვენ შევძლებთ რთული ბარიერების გადალახვას

ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს რთული ბარიერები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, მთაწმინდის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, ლადო კახაძის მთავარი პრინციპი ადამიანზე ზრუნვაა და აღნიშნავს, რომ ეს ყოველდღიურობა პოლიტიკაში უნდა გადავიტანოთ.

„ბატონ ლადოს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მთაწმინდის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს მას- ადამიანს, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს მთაწმინდის რაიონში. მისი პროფესია და მისი მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა. დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომ მისი ეს ყოველდღიურობა გადავიტანოთ პოლიტიკაში და შეუერთდეს ჩვენს გუნდს.

ბატონმა ლადომ ისაუბრა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ ძალიან სასიცოცხლო რეფორმებსა და ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვამაყობთ ყველა ამ რეფორმით, მაგრამ ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილები. ქვეყანაში, ქალაქში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს რთული ბარიერები.

ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ქვეყანაში და მჯერა იმის, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება.

თქვენ ხედავთ ქალაქში რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ყველა მიმართულებით. არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის და რეფორმები არ ხორციელდება. მე მესმის, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დრო, რათა დავინახოთ რეალური შედეგი.

მინდა, ბატონ ლადოს წარმატებები ვუსურვო. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს მთაწმინდის მოსახლეობას, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული შენობა-ნაგებობების ავარიულობით და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან, გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და იყავით დარწმუნებული იმაში, ბატონო ლადო, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენ უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ თავიანთ ქვეყანაზე, თავიანთ ქალაქზე და თავიანთ რაიონზე. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას, თქვენ კი გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო