მექსიკაში ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

მაშველებმა მექსიკის კოაუილას შტატის მთიან რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის Bombardier Challenger 601-ის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და 14 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი კოაუილას შტატის მონკლოვას მუნიციპალიტეტში იპოვეს. გარდაცვლილია 11 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.

თვითმფრინავი ლას-ვეგასიდან მონტერეიში მიემართებოდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარებიდან კოალუილას შტატის მონკლოვას ტერიტორიის თავზე გაქრა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა