მაია ცქიტიშვილი 7 მაისს პირველად ჩავა ანაკლიაში და პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს

ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 7 მაისს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განუცხადეს.

როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს შეხვდება და სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებს. ლევან ახვლედიანი მინისტრს პროექტის პრეზენტაციას წარუდგენს.

ცნობისთვის, ეს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველი ვიზიტია ანაკლიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს